Saturday, April 26, 2014

პირველი დღე

  ძალიან კარგია, რომ არსებობს ელექტრონული სახელმძღვანელო, რადგან ყველა მასწავლებელს ეძლევა საშუალება, გაეცნოს და ისწავლოს დამოუკიდებლად. ცოტა არ იყოს გამაოცა ფრაზამ "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები", რადგან მიმაჩნია, რომ ,გარდა ტექნოლოგიური ცოდნისა, ამ მხრივ საუკუნე ბევრს არაფერს ცვლის. ბევრი ოპერაცია ადვილად აღვიდგინე. დღეს ახალი ცოტა იყო. კარგია, რომ არსებობს პროექტის შაბლონი.ამ შაბლონს აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების კეთების დროს. ასევე მომეწონა ჩეკლესტი 

Thursday, December 10, 2009

გავეცნოთ ნობელის პრემიის ლაურეატებს

პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ერნსტ ჰემინგუეის ცხოვრებასა და შემოქმედებას

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ისტ-ის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციას მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და მოამზადებენ პრეზენტაციას. ასევე, წაიკითხავენ ,,მოხუცსა და ზღვას“ და ნახავენ ამავე სახელწოდების ფილმებს (მხატვრული ფილმი ,,მოხუცი და ზღვა“,რეჟისორი ჯონ სტერჯერი, 1958 წელი და ანიმაციური ფილმი ,,მოხუცი და ზღვა“, რეჟისორი ალექსანდრე პეტროვი, 1999 წელი).ამის შემდეგ მოეწყობა ღონისძიება,რომელშიც გაერთიანდება პრეზენტაცია და დისკუსია. მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა მოთხრობამ და როგორ ასახა მწერლის ჩანაფიქრი კინოხელოვნებამ.

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

ვადების ხანგრძლივობა:სამი კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის შეგროვება, პრეზენტაციის მომზადება,ნაწარმოების წაკითხვა, ფილმის წინასწარ ნახვა და ზოგიერთი ადგილის მონიშვნა,დისკუსიისათვის კითხვების მომზადება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ შედევრს; გაუვითარდებათ ნაწარმოების გაანალიზების უნარი; ისწავლიან, დაინახონ განსხვავება ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამომსახველობით საშუალებებს შორის;გაუვითარდებათ მსჯელობის უნარი და მეტყველების კულტურა; ისწავლიან აუდიტორიასთან ურთიერთობას.

სარგებელი სხვებისათვის: მომზადებული პრეზენტაცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მოსწავლეებს, გაეცნონ ჰემინგუეის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს

საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან) კავშირი: ხელოვნება, ინფორმატიკა

პროექტის ფასილიტატორი: მარინა მენაბდიშვილი

ფასილიტატორის ელფოსტა: m.menabdishvili@gmail.com


ჩემი პორტფოლიო

ჰაგიოგრაფი ავტორები